რუსეთის დედაქალაქში „Москва-Сити“-ის რაიონში მშენებარე ცათამბჯენების „Neva Towers“-ის საერთაშორისო საქმიან ცენტრში ხანძარი გაჩნდა.
მიმდებარე ტერიტორია შავი კვამლითაა დაფარული. ადგილზე სახანძრო ჯგუფები არიან მობილიზებული. „Москва-Сити“ გზის მიმდებარედ სადარბაზოები შემოსაზღვრულია, იტყობინება „რია ნოვოსტი“.
სააგენტოს ცნობით, ხანძარი ორი გაზის ბალონისაგან გაჩნდა, ხანძრის ნაწილი ლიკვიდირებულია. ადგილზე 10 სახანძრო მანქანა მუშაობს.
წყარო: guardian.ge